გოჩა ჯავახიშვილი - საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა, არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა, არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველო  შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

"საფრანგეთი წარსულში ერთ-ერთი სკეპტიკურ ქვეყანათა შორის იყო. მოგეხსენებათ, ასევე საფრანგეთის როლი და წვლილი ევროკავშირის შექმნაში და დღევანდელ პოლიტიკაში. საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და საფრანგეთს, ისევე, როგორც ბევრ ჩვენს მეგობარ ქვეყანას მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ეფუძნება ქართველი ხალხის მისწრაფებას, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმას, რომ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ეს იქნება თავად ევროკავშირის პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეულ ფასეულობებთან ერთად ასევე სტაბილურობის ელემენტები შეიტანონ, საქართველოს კონკრეტულად შეუძლია ევროკავშირისთვის ბევრი სიკეთის მოტანა, მათ შორის პოლიტიკურ ასპარეზზეც და ასევე უსაფრთხოების, შავი ზღვის ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე ერთგვარი ტრანზიტის მისიის გათვალისწინებით, შეუძლია ევროპის არა მარტო ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ჭრილში შეასრულოს ძალიან კარგი პარტნიორის როლი, ვიდრე წევრი გახდება და შემდეგ უკვე ევროკავშირში საქართველო შევა ამ მისიით, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის სამხრეთ რეგიონში“, - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები