საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი მიშელ მელიავა გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი მიშელ მელიავა გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ავრცელებს.

"საფრანგეთში ქართული ემიგრაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავკარგეთ.

მიშელ მელიავა გუშინ 16 ივნისს გარდაიცვალა. საქართველოსთვის გულანთებული პატრიოტი. 

3 თვის წინ შევხვდით საელჩოში და ბაკურიანის განვითარების პოტენციალზე ვისაუბრეთ. 30-მდე წელი სამთო კურორტების განვითარებას მიუძღვნა და ზედმიწევნით კარგად იცოდა ეს საქმე. ბაკურიანის თითო კვადრატული მეტრი, მთელი სივრცე და კლიმატური, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ეკონომიკური გარემო და შესაძლებლობები ჰქონდა შესწავლილი და გათვლილი. მიხაროდა მასთან მეგობრობა და ვამაყობდი ამით. 

ცხოვრების გამოცდილებით მიღებული სიბრძნე, საოცარი იუმორის გრძნობა და საქართველოს მიმართ უსაზღვრო სიყვარული და მისთვის თავდადება, სიცოცხლის ბოლომდე კიდევ იმაზე ფიქრით, თუ რა შეეძლო სამშობლოს სასიკეთოდ გაეკეთებინა, სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალები და გულიანი მოკითხვები, აი, როგორი მემახსოვრება მუდამ ჩვენი მიშელ მელიავა. ყველა შვილს ქართული სახელები დაარქვა (ვახტანგი, ქეთევანი და თამარი) და საქართველოს სიყვარულში გაზარდა, არაჩვეულებრივ მეუღლესთან, ასევე საქართველოს გულწრფელ მოამაგესთან ქალბატონ გრაციელასთან ერთად, რომელთაც გულწრფელად ვუსამძიმრებ ძვირფასი მამის გარდაცვალებას! 

მათთან ერთად მეც ძალიან დამაკლდება ბატონი მიშელის სიტყვა, რჩევა და თანადგომა.

ნათელი მის ხსოვნას!", - წერს ელჩი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgotcha.javakhishvili%2Fposts%2Fpfbid02JFru2Tv7u627onx4V9nTHBfCDoBsj2FAmqGTHS18NZ9soQ8rwyBWy7tYe6i8Pxa8l&show_text=true&width=500" width="500" height="783" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>