საქართველოში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გაიმართა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ, ასევე, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე. ქართულმა მხარემ ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და მიღწეულ პროგრესზე.

სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები "კრწანისშიც" იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები