"მაისის მოძრაობამ" პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა, რომელიც საქართველოში მყოფი რუსებისგან ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს

"მაისის მოძრაობამ" პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა, რომელიც საქართველოში შემოსვლის მსურველი და აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს.

"საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ოკუპირებულ რეგიონებში და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ადგილი აქვს საქართველოს მოსახლეობის დევნას, შევიწროებას, გატაცებასა და მკვლელობას, რისი ბოლო მაგალითიც ვიხილეთ თამაზ გინტურის მკვლელობის და ლევან დოთიაშვილის გატაცების სახით.

იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში. საქართველოში ადგილი აქვს რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას, მათ მიერ ბიზნესის დარეგისტრირებას და უძრავი ქონების შესყიდვას, რაც ქმნის ქვეყნის „რბილი ოკუპაციის საფრთხეს“.

განსაკუთრებული საფრთხის შემცველია საქართველოში იმ რუსი მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც პირდაპირ საჯაროდ აცხადებენ რომ საქართველო არ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორია არ არის და ისინი ჩვენგან გაათავისუფლეს, უფრო მეტიც, რომ ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.

ეს განცხადებები არა მხოლოდ ხელყოფს ჩვენს ღირსებას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაპირისპირება შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს და ქართულ მოსახლეობას შორის.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში შემოსვლის მსურველ ან შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს დაურიგდეთ კითხვარი, რომელშიც ერთადერთი შეკითხვა იქნება ეთანხმება თუ არა სუბიექტი საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლს და აღიარებს თუ არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის ან თავის შეკავების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს უარი უნდა ეთქვას ქვეყანაში შემოშვებაზე ან დაექვემდებაროს ქვეყნიდან გაძევებას.

საკანონმდებლო წინადადება ინიცირებულია მაისის მოძრაობის მიერ.

მაისის მოძრაობა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და არ დაუშვას მისი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.

საკანონმდებლო წინადადებას ხელს აწერენ/უერთდებიან როგორც მაისის მოძრაობის წევრები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.

უახლესი ამბები