"მაისის მოძრაობა" მომხმარებელს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე რეაგირებისკენ, კერძო სექტორს კი რუსულად მომსახურების გაწევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

"მაისის მოძრაობა" მომხმარებელს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე რეაგირებისკენ, კერძო სექტორს კი რუსულად მომსახურების გაწევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"სხვადასხვა ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რიგ სარესტორნო დაწესებულებებში და კაფეებში მომსახურება რუსულ ენაზე ხორციელდება და ქართულენოვანი სერვისები არ არსებობს.

სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად.

1. მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე.

2. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მე-5 მუხლით საქონლის ან მომსახურების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სახელმწიფო ენაზე.

ამავე კანონის თანახმად მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს დარღვევაზე რეაგირება. კონკურენციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის დაწესებულებას მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება და მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევს დააკისროს პასუხისმგებლობა.

უფლებრივი ასპექტის გარდა საკითხს აქვს მორალური ასპექტიც:  საქართველოს ოკუპაციის და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე ეროვნული ღირსებისთვის მიუღებლად მიგვაჩნია კერძო სექტორში რუსულენოვანი სერვისების გავრცელება.

"მაისის მოძრაობა" მოუწოდებს მოქალაქეებს, მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვონ რეაგირება.

"მაისის მოძრაობა" მოუწოდებს კერძო სექტორს საქართველოში რუსული ოკუპაციის და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პროტესტის ნიშნად თავი შეიკავოს რუსულ ენაზე სერვისების მიწოდებისგან და სერვისები განახორციელოს მხოლოდ ქართულ ან საერთაშორისოდ აღიარებულ სხვა ენებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

"მაისის მოძრაობა" არის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საპასუხოდ შეიქმნა. მოძრაობის მიზანია, არ დაუშვას საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება და ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

უახლესი ამბები