დევიდ კამერონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

"ჩვენ კომპლექსური საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორის ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში. ამ ღრმა გლობალური ცვლილებების დროს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ქვეყნისთვის მხარი დაუჭიროს ჩვენს მოკავშირეებს, გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა და უზრუნველყოს ჩვენი ხმები იყოს გაგონილი“, - განაცხადა კამერონმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება პოლიტიკაში საშუალებას მისცემს გაუმკლავდეს აღნიშნულ გამოწვევებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ პოლიტიკის სათავეში, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება, როგორც კონსერვატიული ლიდერი თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ-მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში, დამეხმარება და დავეხმარო პრემიერ-მინისტრს (რიში სუნაკი) გაუმკლავდეს ამ სასიცოცხლო გამოწვევებს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2010 წლის მაისიდან 2016 წლის ივლისამდე კამერონი ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები