აუსტრევიჩუსი - რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებს სამართლებრივი ქმედებები უნდა მოჰყვეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს", – განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს სავარაუდოდ, დღეს უყრიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები