აუსტრევიჩუსი - ეს დამოკიდებულება ძალიან უპასუხისმგებლოა, შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი

"ეს დამოკიდებულება ძალიან უპასუხისმგებლოა, რაც მე ახლა მოვისმინე. შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრას. 

"მე მინდა ახლა ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეიძლება ითქვას ისეთ შეხვედრებზე, სადაც ღარიბაშვილი და ვუჩიჩი მონაწილეობდნენ. ჩემი მხრივ, მეც, მართალი გითხრათ, შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი. ეს ადამიანები, ახლა სწორედ მოახლოებულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, სადაც გადაწყდება ალბათ, ბევრი საკითხი. და ეს დამოკიდებულება მისი ძალიან უპასუხისმგებლოა, რაც მე ახლა მოვისმინე. მე შეიძლება რამე ვივარაუდო უბრალოდ და ვთქვა, რომ ალბათ, მათ შორის იყო რაღაც საუბარი არჩევნების შესახებ, როგორ ჩაიარა. ეს ბუნებრივია, რომ ისინი ამაზე ისაუბრებდნენ. მე რომ რამე კონკრეტული ვთქვა, ეს ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება, მაგრამ შემიძლია ცოტა უფრო კრიტიკული დამოკიდებულება გამოვიჩინო უბრალოდ მათდამი და თუ რამე საუბარი შედგა, პროვოკაციული იყოს.

გასაგებია, რომ თქვენს ხელისუფლებას არ უნდა, გააღიზიანოს რუსეთი, ამ პოლიტიკას მისდევს, გასაგებია, რომ რუსეთის მხრიდან ყოველთვის იქნება რაღაც მუქარა, ეს ბუნებრივია და ღარიბაშვილმა ალბათ, რაღაცა ნიშნით, შეიძლება კითხვები დასვა, როგორ გაუმკლავდა ამას სერბეთი და მიიღო ამაზე პასუხები", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები