უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ნიკა გელენიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიტიკოსები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ქართველი მებრძოლი პუტინის არმიის აგრესიას იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც ბახმუტში გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა და დაბომბვაში მოჰყვა.

30 წლის ნიკა გელენიძის ცხედარი ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. მას 28 ნოემბერს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დღეს რუსთავში უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს დაკრძალავენ. 25 წლის ირაკლი ქურციკიძეც ბახმუტთან დაიღუპა.

უახლესი ამბები