ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავის საკრებულოში „ნაცების“ და გახარიას კოალიცია იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად არ აინტერესებთ რუსთაველების ინტერესები

"რუსთავის საკრებულოში არსებული „ნაცების“ და გახარიას კოალიცია არის იმის ნათელი მაგალითი და დადასტურება, თუ რამდენად ერთიანად და ერთნაირად უშლიან ხელს ეს ადამიანები რუსთავის განვითარებას, რამდენად არ აინტერესებთ რუსთაველების ინტერესები და მზად არიან, პოლიტიკური მოტივებით,ზიანი მიაყენონ რუსთაველებს, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც. ეს არის იმის ნათელი მაგალითი თუ რა უნდათ, რომ დამართონ ქვეყანას, თუმცა ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ამის საშუალებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, რუსთავის მაჟორიტარმა ირაკლი შატაკიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იგი რუსთავის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის კოალიციამ მორიგ ჯერზე მხარი არ დაუჭირა რუსთავის მთავარ დოკუმენტს და სრულიად აბსურდული მიზეზებით უარი თქვა რუსთავის ახალ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე.

"რუსთავის  2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 25 მილიონიან სასტარტო ზრდას, რაც რუსთავის ისტორიაში არის უპრეცედენტო და განვითარების ტენდენციას კიდევ უფრო აქტიურს ხდის. ასევე კარგად გვესმის, ეს შეიძლება არ არის იდეალური მოცემულობა და უკეთესი გვინდა, თუმცა ბიუჯეტის ფორმირება, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მისივე თქმით, წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი  ითვალისწინებს  აბსოლუტურად ყველა მუნიციპალურ მიმართულებას და ორიენტირებულია თითოეული რუსთაველისთვის ღირსეული გარემოს შექმნაზე.

ირაკლი შატაკიშვილმა ქალაქის ბიუჯეტის სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის კორპუსის ბიუჯეტი გაზრდილის 51%-ით, აქედან 114%-ითაა გაზრდილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა, სოციალური მიმართულებით, 2023 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 48%-ით არის გაზრდილი და 11 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტს დაემატა სრულიად ახალი პროგრამებიც, მაგალითად, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რაც ითვალისწინებს მე-4 შვილიდან თითოეულ შვილზე ერთჯერადად 500-ლარიან შემწეობა-დახმარების გაცემას, ასევე ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა, შშმ ბავშვთა საკურორტო მომსახურება, შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე მშობლებისათვის უფასო მგზავრობა და ასე შემდეგ.

უახლესი ამბები