პეტრე ცისკარიშვილი - არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიაში 2025 წლის იანვრამდე თავმჯდომარის არჩევნები არ იქნება.

"ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ლევან ხაბეიშვილს ებრძვის იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს პოლიტიკური ბრძოლა.

არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს 13-14 თვე დარჩა იქამდე", - აცხადებს ცისკარიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი რამდენიმე საკრებულოდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს. განცხადებები გაავრცელეს ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის და ქუთაისის ფრაქციების წევრებმა.

ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს პარტიის წევრი გიორგი მუმლაძეც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები