თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

"სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისა და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე.

კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. „თანხმობის საბჭო“ (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 2. „თანხმობის საბჭო“ დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით; 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნეს პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება „საბჭოს“ დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები