ლევან ხაბეიშვილი - ფაქტობრივად დათქმების გარეშე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, არანაირი დათქმა "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს

ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტია და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი არჩევნები, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული გვაქვს გადადებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სწორედ ამიტომ იყო დღეს პოლიტიკური საბჭო, ამიტომ ჩავატარებთ 8-ში ყრილობას იმისთვის, რომ არცერთი დღე და არცერთი საათი არ დაიკარგოს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტია და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი არჩევნები, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული გვაქვს გადადებული, მათ შორის ერთობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად დათქმების გარეშე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, რომ არანაირი დათქმა "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიიღონ პრაგმატული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არა პირადი ეგოებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს აქვს თავისი დღის წესრიგი, შესაბამისად მეტიც, ვაპირებთ ნებისმიერ შემთხვევაში თანამშრომლობას ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამას გავაკეთებთ დიდ ერთობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან"  ერთად და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის"  ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიაში არსებულ  ცვლილებებსა და 8 ივლისის დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები