უკრაინაში ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს.

"ჟან მონეს დიალოგის" ფორმატში 10-12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ხელმოწერილ დოკუმენტის მიხედვით,  მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები, ასევე დელეგირებული წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდება, რაც მოსამზადებლად საკმარისი დრო  - საომარი მდგომარეობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვე იქნება გასული. 

დოკუმენტს ხელს აწერენ ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ დავით არახამია, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან“, ირინა გერაშჩენკო „ევროსოლიდარობის“ ფრაქციიდან და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები.

ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები