უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ემზადება, ეს შეიძლება მოხდეს მომავალ კვირას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია.
"უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის - აუცილებლად გავზრდით ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებს. კერძოდ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ასევე ვამზადებთ სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისგან. ასევე ვემზადებით საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, - ეს არის უცვლელი პრიორიტეტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.