გურამ მაჭარაშვილი - ძალიან კარგი პროცესია, რაც ნაკლები "ნაცი", მით უკეთესი

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ ცოტა ხანში გამშველებელიც აღარ დარჩება პარტიაში, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში. რეალურად, ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ გაარჩიეს, ის ხაბეიშვილია დედანი, თუ ასლი არის მელია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურჩევიათ, რომელი რომელია. რთული გასარჩევია, ორიგინალი რომელია, მელია თუ ხაბეიშვილი. რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც მათ სურდათ საქართველოში. ამიტომ, ეს კარგი პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება იმით, რომ გადალახავს ან ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, მათ შორის ოპოზიციაში ეს ეგრეთ წოდებული მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ზუსტად ეს სტატუსი შეინარჩუნოს.

რასაც ვუყურებთ, მგონი, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებენ მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, რადგან უკვე ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ გამშველებელიც აღარ დარჩება ცოტა ხანში. ძალიან კარგი პროცესია, რაც ნაკლები "ნაცი“, მით უკეთესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები