გურამ მაჭარაშვილი - თუ ასე კარგად გამოიყურება, დემენცია აღარ ჰქონია, ასეთ ბრძნულ აზრებზეა და განიკურნა, დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი

სასჯელის მოხდა მას სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"თუ ასე კარგად გამოიყურება, დემენცია აღარ ჰქონია, ასეთ ბრძნულ აზრებზეა და განიკურნა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასამართლომ სასჯელი ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში.

მან უნდა მოიხადოს სასჯელი, რა თქმა  უნდა, შესაბამისი უწყებებისა და ექიმების დასკვნის საფუძველზე. ჩვენ რასაც გარეგნულად ვხედავთ, აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, თორემ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ", - აცხადებს მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები