კამერონი - თუ აშშ მხარს არ დაუჭერს უკრაინის დახმარებას, მხოლოდ პუტინი და სი ძინპინი გაიღიმებენ, არ მაქვს სურვილი, ამ ადამიანებს საშობაო საჩუქარი გავუკეთოთ

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უარი უკრაინის ახალი დახმარების დაფინანსებაზე მხოლოდ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მოეწონება, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.

"ჩვენი თაობისთვის არის დიდი გამოწვევა და გამოცდა, რომელიც გამოიხატება დემოკრატიის დაცვაში. უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება ასევე ამერიკული უსაფრთხოებაა, ამ საკითხში ერთიანობაა საჭირო.

ეს ფული უნდა მივცეთ უკრაინელებს, უნდა დავუჭიროთ მხარი და დავრწმუნდეთ, რომ პუტინი წააგებს, რადგან თუ ეს ფული ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მხოლოდ ორი გაიღიმებს - ერთი მათგანი ვლადიმერ პუტინია მოსკოვში, მეორე სი ძინ პინი პეკინში. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე არ მინდა არცერთ ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო", - განაცხადა კამერონმა.

უახლესი ამბები