მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს, ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, უკრაინისთვის, ასევე ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის უსაფრთხოებაში. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ გამოვიყენებთ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას და არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაბლოკავს მას.

ბუნებრივია, ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს. ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რთული საბჭო იქნება, რაც ამ ისტორიის განმავლობაში დადგება", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მარგუს ცაჰკნის თქმით, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მისთვის გასაგები არ არის.

"ჩემთვის უნგრეთის მხარის პოზიციაზე გასაგები არგუმენტები არ არის. ჩვენ გვაქვს სანქციების პაკეტი და არანაირი გამართლება არ აქვს ამის დაბლოკვას. არ არის არგუმენტები დიდი გადაწყვეტილებების დასაბლოკად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვიპოვით კონსენსუსს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები