ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სხვადასხვა ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალა, გაზის ნიღბები, სნაიპერული აღჭურვილობა, მცირე კალიბრის საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს 155 მმ-იან ჭურვებს, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივაში უკრაინაში მილიონი ჭურვის გაგზავნისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები