იუკნევიჩიენე - უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ არიან, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი

კანდიდატის სტატუსს რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვინაიდან, ეს არის გზავნილი, რომ ევროკავშირს არ უნდა საქართველოს რუსეთთან მარტო დატოვოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, არის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართულებით, ახლა განსაკუთრებით. თქვენს მთავრობას და თქვენს პოლიტიკოსებს, თქვენს ინსტიტუტებს აქვთ წნეხი, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მიაღწიონ მეტს და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს.

უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ არიან. საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა შესრულებული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭომ გუშინ საქართველოს ხალხისთვის და საქართველოსთვის.

ვფიქრობ, რომ უკრაინის ხალხთან ერთად, ქართველმა ხალხმა უპირველეს ყოვლისა დაიმსახურა ეს ყველაფერი, ვინაიდან, ქართველმა ხალხმა არ დაუშვა წინა წელს ცუდი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები