ნინო ბურჯანაძე - ვერცერთი ერთი კონკრეტული ლიდერის გარშემო გაერთიანება ვერ მოხდება, არ არის ასეთი ლიდერი დღეს საქართველოში

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"არ მქონია არანაირი კომუნიკაცია. წყენა, დავიწყება ერთია და შეიძლება გვერდზე გადადო, როცა ქვეყანას სჭირდება, გახსოვთ, როდესაც იგივე მისი ჯანმრთელობის საკითხი მაშინ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, რომ ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ისევ ცდილობენ, რომ თავისი ქუდის და ფრთის ქვეშ გააკეთონ - ე.წ. პაკი დაახლოებით, ეგ იყო. 

უნდა ესმოდეს ყველა ლიდერს - სააკაშვილსაც, მეც, გახარიასაც, ხაზარაძესაც - ვერცერთი ერთი კონკრეტული ლიდერის გარშემო გაერთიანება ვერ მოხდება, არ არის ასეთი ლიდერი დღეს საქართველოში... დღეს არ არის ასეთი ლიდერი საქართველოში, როგორებიც ვიყავით ვარდების რევოლუციის დროს“, - განაცხადა ბურჯანაძემ "რეაქციაში".

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, "ოცნებისთვის" სტატუსის მინიჭება სერიოზული პლუსის მომტანია. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტებს, ბურჯანაძის თქმით, სწორი აქცენტები სჭირდებათ.

"ევროკავშირის სტატუსი ოცნებისთვის ძალიან სერიოზული ქულაა, მე ვფიქრობ, აქაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, როდესაც ის სტრატეგია აირჩია - არ მოგვცემენ, დავკარგავთ, დავიქცევით, დავიღუპებით. მე ვამბობდი, რომ მოგვცემენ ამ სტატუსს, იმიტომ, რომ ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ამ რეგიონში, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს შეეძლო მიეღო საქართველოსთან მიმართებაში იყო სწორედ სტატუსის მონიჭება. ამიტომ კატეგორიული და კატასტროფული შეცდომა იყო მთელი სტრატეგიის იმაზე აგება, რომ არ მოგვცემენ სტატუსს და რომ ამაში ოცნებაა დამნაშავე.

თუ ამ შუაში მყოფ ადამიანებს, ვისაც არც ბიძინა უნდა და არც მიშა, არც "ქართული ოცნება“ უნდა და არც ენმ, თუ ამ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც ელოდება რაღაც სხვას, თუ ჩვენ ოპოზიცია ვერაფერს შევთავაზებთ, მაშინ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, მაშინ ეს აღარ იქნება იმ ამომრჩევლის ბრალი. ეს ამომრჩეველი ან ისევ წავა და ოცნებას მოხაზავს, ან დარჩება სახლში“, - აცხადებს ბურჯანაძე.
 
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის როლს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ბურჯანაძე ამბობს, პრეზიდენტს გამაერთიანებლის როლში ნაკლებად ხედავს და ამბობს, რომ მასთან ბევრი კითხვა აქვს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები