კულება - არავის ვთხოვთ ჩვენთვის ბრძოლას, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ დახმარება, რომელიც იქნება დროული და ადეკვატური

უკრაინა არცერთ მოკავშირეს არ სთხოვს ბრძოლას, მაგრამ ჩვენ დროული და ადეკვატური დახმარება გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ცივი ომის დროს ე.წ. "დასავლეთი" მხოლოდ 19-20 ქვეყნისგან შედგებოდა, თუმცა, მან აჯობა საბჭოთა კავშირს და მის სოციალისტურ ბლოკს, რომელიც მოიცავდა 20 სუვერენულ სახელმწიფოს;

დღეს უკრაინას რამშტაინის ფარგლებში 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, რუსეთი კი სსრკ-ზე ბევრად სუსტია და მის მოკავშირეებს შორის მხოლოდ ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და ირანია;

დასავლური კოალიციის მთლიანი მშპ, რომელიც დახმარებას უწევს უკრაინას, 21-ჯერ აღემატება რუსეთისა და მისი მოკავშირეების მშპ-ს (57 ტრილიონი დოლარი 2,7-ის წინააღმდეგ).

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თუ ნატოს ქვეყნები თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.25%-ს განახორციელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებაში, ეს ყოველწლიურად 120 მილიარდ ევროს უზრუნველყოფს თავდაცვისთვის. ეს საკმარისად დიდი თანხაა უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად და სამართლიანი მშვიდობისთვის", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, არავის სურს ახალი ცივი ომი, ამავე დროს, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ნატოს ქვეყანაზე თავდასხმას, ამიტომ, უკრაინის გამარჯვება და სამართლიანი მშვიდობის აღდგენა ევროატლანტიკური საზოგადოების ეგზისტენციალური სტრატეგიული მიზნებია.

"ჩვენ არავის არ ვთხოვთ ჩვენთვის ბრძოლას. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ დახმარება, რომელიც იქნება დროული და ადეკვატური ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევისთვის. ციფრები აჩვენებს, რომ ეს არ არის რესურსების, არამედ დასავლეთის თვითრწმენის საკითხი, მტრის დამარცხების მკაფიო მიზნის განსაზღვრა, რომელიც ყველას გვემუქრება“, - განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები