ზურაბ აზარაშვილი - ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, მთელ მსოფლიოში ასეა

დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში უზრუნველვყავით და ქვეყანაში შემოვიტანეთ შესაბამისი გრიპის რამდენიმე კომპონენტიანი ვაქცინა. სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია. არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ეს ვირუსი ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს. ვაქცინაციას რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია, ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია.

არც კლინიკები არ არის გადავსებული და არც არანაირი საშიშროება, საფრთხე ამ კუთხით არ არსებობს. გასული წლების მსგავსად, ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, – აცხადებს აზარაშვილი.

უახლესი ამბები