სამირა ბაირამოვა - ეს კადრები და ინფორმაცია, ასევე ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი

ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რასაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია, ასევე ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყო რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით, - ამის შესახებ უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, გუშინდელი ვიდეოს გამო კი ყველანი განადგურებული ვართ, მე თვითონ კი 5 წამზე მეტი არ მიყურებია. როგორც სხვა საქმეებზეც ამ საქმესაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვები. ასევე გთხოვთ არასწორი ინფორმაციებით საზოგადოებას შეცდომაში არ შევიყვანოთ. ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რასაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია ასევე ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყო რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით.

მე როგორც უფლებადამცველი ყურს, თვალს არ ვხუჭავ არც ერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ. რეგიონში მომხდარი ამბებზე როგორც პირველი წყარო ინფორმაცია იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მივცეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანებს, უმცირესობების მიმართ გალანძღვის და დამცირების საშუალება, ისინი სოციალური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო ჩამორჩენილები არიან. ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანე საჩივარი. დაასრულეთ ეს კულტურა!!! შეგახსენებთ, რომ მეც ვარ აზერბაიჯანელი, რასაც ამბობთ არ ვართ იმ კატეგორიის ხალხი!!! ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასტიკად მოხდეს მისი დასჯა ორივე შემთხვევის გამო.

დიდი შრომა გვაქვს წლებია, ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და გთხოვთ ეს საქმეც არ გავაფუჭოთ", - წერს ბაირამოვა.

ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. უკვე დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები