ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელზე სავარაუდოდ, თანაკლასელებმა ფიზიკურად იძალადეს

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელზე სავარაუდოდ, თანაკლასელებმა ფიზიკურად იძალადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვი თანაკლასელებმა სცემეს და სხეულზე დაზიანებები აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ნაწილობრივ ადასტურებს. 

საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს,  შესვენებაზე დაპირისპირება იყო, თუმცა ეს ძალადობა არ ყოფილა. 

ამავდროულად, ცნობილია, რომ  პირველკლასელის ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, რის შემდეგაც სკოლის თანამშრომლები დაიკითხნენ. დაზარალებული ბავშვი კი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. 

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. 

სკოლის ფსიქოლოგი კი აცხადებს, რომ მშობელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

"არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მშობელმა. გუშინ საგამოძიებო კომიტეტში განვიხილეთ თვითმხილველებთან ერთად ის ფაქტი, რაც მოხდა. მივედით დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ დეტალებზე, ვინც ეს შეტყობინება დააფიქსირა, მან იცრუა", - განაცხადა სკოლის ფსიქოლოგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები