მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში მიემგზავრება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟორნე სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება, - ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

მინისტრთან დაახლოებული გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ მინისტრი "კიევისკენ მიემართება", სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საფრანგეთის უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.

თავდაპირველად უკრაინაში ვიზიტი ყოფილ მინისტრ კეტრინ კოლონასთან ერთად იყო დაგეგმილი, მაგრამ ამავდროულად მთავრობაში ცვლილებები მოხდა და მის ნაცვლად სტეფან სეჟორნე დაინიშნა.

8 იანვარს ელიზაბეტ ბორნმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

მეორე დღესვე მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 34 წლის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი დანიშნა.

ის უკვე მთავრობის მეოთხე ხელმძღვანელი 2017 წლიდან მაკრონის პრეზიდენტობის დროს.

საფრანგეთში ახალი მთავრობა 11 იანვარს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები