საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, – ამის შესახებ  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ხოლო, ამ უკანასკნელის მიმართ საქართველოს საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდებები მიუღებელია.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად და რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა გამოხატა. ამ რთულ გზაზე საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები