სალომე სამადაშვილი - შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად წააგებს

კობახიძე რას ამბობს, საერთოდ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანის განცხადებები ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი გამარჯვების და დეპუტატის შეფასებით, ამის დასტურია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც. 

"რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დღევანდელ მდგომარეობას, მათ რომ ძალიან უჭირთ ელექტორალურად, ამის ძალიან ნათელი სიგნალია ივანიშვილის ღიად დაბრუნება პოლიტიკაში.

ბარიერი დარჩება 5 პროცენტი, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად წააგებს. მთელი ეს საუბარი, რაც გვესმის "ქართული ოცნებისგან", აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ მათ ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებენ და პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები