ლევან იოსელიანი - ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ

მიუღებელია ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში ხდებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია.

როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში", - განაცხადა იოსელიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები