ლევან იოსელიანი - მაგალითებს, რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული "ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაცია სჭირდება

მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული "ვეტინგის“ შესახებ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლოს სისტემის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.

"ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს. მაგალითებს, რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული "ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას.

ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა და ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები