სიარტო - უკრაინას იარაღს არც მომავალში მივაწვდით, როგორც აქამდე არ ვამარაგებდით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ აწვდიდა და არ მიაწვდის.

ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრი ერმაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი არ განხილულა.

"უნდა გითხრა, რომ მომავალში იარაღს არ მივაწოდებთ ისე, როგორც აქამდე არ ვამარაგებდით. ამავე დროს, არასოდეს გვითქვამს უარი დახმარებაზე უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელიც გაჭირვებაშია“, - განაცხადა სიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთი მზადაა უკრაინას ჰუმანიტარული მიმართულებით დაეხმაროს და იმედოვნებს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.