სიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს

უნგრეთი შეწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირებას, რადგან ამის "არავითარი საფუძველი“ აღარ არსებობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა.

"უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რადგან მომზადების ეტაპზე შესაძლებელი იყო ყველა იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის ინტერესებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი "უნდა იყოს საფუძველი“ სასაუბროდ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მე-13 პაკეტის შემოღებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რამდენჯერმე სცადეს შეთანხმებულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებზე, მაგრამ არ გამოუვიდათ. როგორც Financial Times-მა წერს, მიზეზი უნგრეთის დაბლოკვა გახდა. ბუდაპეშტს სანქციების სიაში ჩინური კომპანიების შეყვანა არ სურდა.