ბაჩო დოლიძე - აბსოლუტურად ყველგან ჩვენ გვყავს დასაყრდენი, რომელსაც ვაძლიერებთ, ვგეგმავთ, რომ რეჟიმი შეიცვალოს

საკმაოდ მოკლეა სათადარიგო სკამი. ეს იყო მორიგი ყრილობა, სადაც ადამიანებს უბრალოდ ადგილები შეუცვალეს, - ამის შესახებ Front News-სთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებით ხალხისთვის არაფერი შეიცვლება და გამოსავალი მხოლოდ "ქართული ოცნების" შეცვლაა.

"შედეგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთლიანად "ქართული ოცნება" შეიცვლება. 2024-ში გვაქვს უნიკალური სტატუს-კვო იმისათვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. გვეყოლება კოალიციური, დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა, შესაბამისად ეს არსებულ ბევრ გამოწვევას შეხვდება ისე, როგორი დაკვეთაც იქნება ჩვენი ხალხის მხრიდან. ჩვენ გვინდა მაქსიმალური ინტეგრაცია დასავლეთთან, რომ წამოვიღოთ მაქსიმალურად მეტი სარგებელი, რაც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნის, როგორც ფინანსური, ისე დაცულობის თვალსაზრისით", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლას, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არცერთი მათგანი ხალხში სიყვარულითა და რეპუტაციით არ გამოირჩევა.
 
"არც კობახიძე და არც ღარიბაშვილი რეპუტაციითა და ხალხის სიყვარულით არ გამოირჩევიან. ღარიბაშვილი ძალიან რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ივანიშვილმა იფიქრა, რომ ამას ჩაანაცვლებდა, მაგრამ ამის გარდა არის კორუფციის საკითხიც. ასეულობით მილიონზეა საუბარი, რომელიც დიდი ალბათობით, ამბიციასაც უჩენს სხვა ადამიანებსაც და შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით, ამბიციების დასაოკებლადაც იყოს გამოყენებული ასეთი ტიპის ცვლილება. ჩვენ ვხედავთ წუთებში გამდიდრებულ ადამიანებს. კომპლექსური პრობლემებია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში კალაძესაც მიადგნენ, იმიტომ, რომ მის გარშემოც ასეთივე ჩრდილები დადის ძალიან დიდი უცბად გამდიდრებული ადამიანების. მერიაში, სამწუხაროდ, დიდი კორუფციაა. ძალიან ახლო ნაბიჯებით და პარალელებით მივდივართ ჩრდილოეთ კორეისკენ. დავცინით და გვიკვირს მათი, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური მმართველობა გვაქვს საქართველოშიც", - განაცხადა დოლიძემ Front News-სთან.

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრისას ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ დადებითი შედეგის მოლოდინი აქვთ.

"ამდენი ხანი რითაც ვართ დაკავებული, ეს არის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. რეზულტატი არის ის, რომ აბსოლუტურად ყველგან ჩვენ გვყავს დასაყრდენი, რომელსაც ვაძლიერებთ. ამხელა ამბავი იმისთვის არ გაგვიკეთებია, რომ მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე ვიფიქროთ. გვაქვს დადებითი შედეგის მოლოდინი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რეჟიმი იყოს შეცვლილი", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები