ბაჩო დოლიძე - ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია არჩევნები

თუ სიმშვიდე უნდათ, ძალიან მარტივია ამის ფორმულა, გაიწვიონ "რუსული კანონი", ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია არჩევნები, - ამის შესახებ "ახალის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება, პასუხისმგებელია მხოლოდ ხელისუფლება.

"პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე იმ პროცესებზე, რომელიც თბილისში და არამარტო თბილისშია, ეკისრება ხელისუფლებას. თუ სიმშვიდე უნდათ, ძალიან მარტივია ამის ფორმულა - გაიწვიონ "რუსული კანონი" , ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია არჩევნები", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები