რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ აიძულებენ იმ დოკუმენტებზე ხელის მოწერას, რომელიც მათი შეფასებით, კლინიკის ნგრევაზე თანხმობას ნიშნავს.

მათი განცხადებით, ამ საქმის უკან ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკა ბიზნესინტერესებზე დგას. 

მედიკოსები ზეწოლაზეც საუბრობენ. 

"დაიბარეს სანიტრები და  მორიგე ექთნები. იქ მიდიოდა  ზეწოლა, დაჟინებული მოთხოვნა: დროულად დაწერონ განცხადებები, მერე გვიან არ იყოს, ნახეთ, რა კარგი შეთავაზებებია და ასე შემდეგ. 

მათ უნდათ, რომ როგორმე მოხერხდეს და  გათავისუფლდნენ ექთნები და სანიტრები და ამით გამოიწვიონ მუშაობის პარალიზება და მერე უკვე თავისთავად მიღებაც შეწყდება და სანამ რეორგანიზაცია მოხდება, კლინიკაც დაიხურება", -  აცხადებს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი მალხაზ გოგუა.

ორ კვირაზე მეტია, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - არ დაანგრიოს სახელმწიფომ რესპუბლიკურის საავადმყოფო და კლინიკაში რეორგანიზაცია შეწყდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები