რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია -  რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება გააგრძელოს. 

კლინიკის თანამშრომლების თქმით, უკვე ერთი თვეა, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად აქციას მართავენ, თუმცა უშედეგოდ. 

"დღეს გახდა ზუსტად ერთი თვე ჩვენი პროტესტის დაწყებიდან, რომელიც მიმართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს დაკეტვის წინააღმდეგ. აქ არ არის შენობის დანგრევა-არდანგრევაზე საუბარი, აქ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გააგრძელოს მუშაობა ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პირობებშიც და ძველი შენობის რეაბილიტაციის პირობებშიც. ამის საშუალება არის", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მალხაზ გოგუამ.

"ეს დემონტაჟი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ძალიან დიდი შეუსაბამობა არსებობს სამთავრობო დებულებასა და რესპუბლიკურის მიერ მიღებული თუ გაცემული ბრძანების შინაარსს შორის. აბსოლუტურად სრული აცდენაა, იმიტომ რომ, ის, რასაც ჩვენი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრძანება ითვალისწინებს, რაღაც გაურკვეველი კომპენსაციების სახით თანამშრომლების დაკმაყოფილებას, ამას არ ითვალისწინებს ის ძირითადი სამთავრობო დებულება. იქ საუბარია სახელფასო პაკეტების უზრუნველყოფაზე თანამშრომლებისათვის", - აცხადებს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები