ჰერმან საბო - პრეზიდენტის გამოსვლა სავარაუდოდ, დაკავშირებული იქნება ევროინტეგრაციასთან

პრეზიდენტის გამოსვლა სავარაუდოდ, დაკავშირებული იქნება ევროინტეგრაციასთან, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

"წინასწარ არ ვიცით, რას აპირებს ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ სავარაუდოდ, მისი ეს გამოსვლა დაკავშირებული იქნება ევროინტეგრაციასთან, 9 პუნქტის შესრულებასთან, ალბათ, ცოტა კრიტიკული იქნება "ქართული ოცნების" მიმართაც. ახლა ქალბატონი პრეზიდენტი ალბათ, ეცდება, რომ იყოს კონსტრუქციული და ყველას მიმართ მეგობრული განწყობა დააფიქსიროს, რომ მოდი, ახლა თავიდან ვცადოთ 9 პუნქტზე მუშაობაო", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა.

აღსანიშნავია, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენება იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები