პატრიარქი - მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

"აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები