დანილოვი - ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ იმყოფებოდნენ

ჯერ შეუძლებელია იმის დადასტურდება, რომ რუსული თვითმფრინავი უკრაინამ ჩამოაგდო, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მასზე უკრაინელი ტყვეები არ იმყოფებოდნენ, -  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

"რუსეთში მართლაც ჩამოვარდა თვითმფრინავი. იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არა. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გვქონდა თეირანის შემდეგ (როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინელებთან ერთად ჩამოაგდეს ირანში) და იმის საფუძველზე, ეს რომ მომხდარიყო, მაშინ დამიჯერეთ, ბიოლოგიური მასალით აუცილებლად ისარგებლებდნენ, აუცილებლად გადაიღებდნენ და ველი სულ წითელი იქნებოდა სისხლით“, - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ტყვეებთან დაკავშირებული ამბავი რუსეთმა წინასწარ მოამზადა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის დისკრედიტაცია მოეხდინა.

დანილოვის თქმით, ეს რომ რეალურად მომხდარიყო, იქნებოდა სრულიად განსხვავებული სურათია.

რაც შეეხება კითხვას, ცოცხლები არიან თუ არა ის ტყვეები, რომლებიც უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდების დღეს უნდა გაეცვალა, დანილოვმა უპასუხა: "ეს ძალიან რთული კითხვაა, ძალიან მგრძნობიარე, ახლა ამა თუ იმ პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, დიდი ალბათობით, რომ ისინი იქ არ იყვნენ".

24 იანვარს ცნობილი გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ. რუსებმა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ თვითმფრინავში სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის დაზვერვამ შემდგომში დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა იმ დღეს იგეგმებოდა, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულება თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეების ყოფნის შესახებ.

მსგავსი სიახლეები