დანილოვი - თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გაზრდის, სიტუაცია გართულდება

უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად, თუ დასავლეთის ქვეყნები არ გაზრდიან იარაღის მოწოდებას, ფრონტზე სიტუაცია უფრო გართულდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

"ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ არასოდეს ყოფილა ადვილი და თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტუაცია მარტივია, მაშინ ეს ის ხალხია, ვისაც არ ესმის ომი“, - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებამ გამოიწვია "გარკვეული ცვლილებები" და ასეთ სცენარში თუ დასავლეთი მნიშვნელოვნად არ გაზრდის უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, მაშინ "სიტუაცია ნამდვილად გართულდება".

"ჩვენ გვჭირდება იარაღი, იარაღი, იარაღი”, - აღნიშნა დანილოვმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების გამოყოფის შეფერხებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყოველი შეფერხება გავლენას ახდენს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მაგრამ უკრაინა არ შეჩერდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"თუ გვკითხავენ: გავჩერდებით? ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხეშია. ისევე როგორც მთელი დასავლეთის იმიჯი, ავტორიტეტი და ერთიანობა... დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში იქნება“, - განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები