დანიამ გადაწყვიტა, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს

დანიამ გადაწყვიტა, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან მას ახლა ისინი უფრო სჭირდება.

დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ასახელებენ იმ მიზეზს, რომელიც არ იძლევა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის.

"უკრაინა ახლა ჩვენგან ითხოვს საბრძოლო მასალას და არტილერიას. ჩვენ, დანიამ, გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია გადავცეთ უკრაინას. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.