დანია უკრაინას 19 F-16-ს გადასცემს

დანია უკრაინას 19 F-16-ს გადასცემს

დანიის მთავრობა უკრაინას 19 ამერიკულ F-16-ს გადასცემს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

"თქვენ და თქვენმა თანამემამულეებმა გვიჩვენეთ, რა არის ნამდვილი გამბედაობა. ამისათვის ჩვენ ვალდებული ვართ მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. ომის დაწყების შემდეგ, დანია თქვენს მხარეზე იყო, რადგან თქვენი თავისუფლება არის ჩვენი თავისუფლება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ დღეს, რომ 19 F-16 უკრაინაში”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, დანია ნიდერლანდებთან ერთად, შეძლებს გამანადგურებლების მიწოდებას.

”იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები მოგვყვებიან. ჩვენ გვჯერა, რომ დანიური გამანადგურებლები დაგეხმარებიან დაიცვათ უკრაინული ცა, უკრაინელი ხალხი და დაიბრუნოთ ის მიწები, რომლებიც სამართლიანად გეკუთვნით”, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა F-16-ების პირველ ჯგუფს ახალ წლამდე მიიღებს, როდესაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს დაასრულებენ.

"რაც შეეხება იმას, თუ როდის ვგეგმავთ თვითმფრინავების მიწოდებას. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე თვითმფრინავების პირველი ჯგუფი დატოვებს დანიის მიწას და გაემგზავრება უკრაინაში. დაახლოებით ექვსი", - განაცხადა მან.

დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიდევ 8 გამანადგურებელი უკრაინაში დანიიდან შემდეგ წელს გაიგზავნება, 5 კი ერთი წლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები