ქუთაისში საფლავებში ჩამარხული ბოქლომები და 20-მდე ცოცხალი ადამიანის ფოტოები იპოვეს

ქუთაისში, "მწვანე ყვავილას" პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს.

სურათები და ბოქლომები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, რის შემდეგაც საფლავში 20-მდე ადამიანის ფოტოები და ბოქლომები ნახეს.

ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ქუთაისში ცნობილი პირები არიან.

ვინ ან რა მიზნით დამარხა სურათები, უცნობია.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ხნის წინ ქობულეთშიც დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთ საფლავში 200-მდე ცოცხალი ადამიანის ფოტოები ნახეს ჩამარხული.