დანიამ, ბრიტანეთმა და გერმანიამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადეს

დიდმა ბრიტანეთმა დღეს, 22 თებერვალს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიიღებენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა.

"დღეს შემიძლია გამოვაცხადო 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ახალი პარტია Brimstone-ს შესახებ, როგორც უკრაინის თავდაცვის შემდგომი გაძლიერება“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, რაკეტებს ადრე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ბრძოლის ველზე, ერთ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსული ჯარების მიტოვება და უკან დახევა მდინარის გადაკვეთის მცდელობისას.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო სხვა მოკავშირეებთან ერთად დამატებით უკრაინულ ჯარს გაწვრთნის და 2024 წლის პირველ ნახევარში კიდევ 10 000 ადამიანს მოამზადებენ.

დღესვე დანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულება თითქმის 250 მილიონი დოლარია.

პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას.

მისი თქმით, კოპენჰაგენმა მხარდასაჭერად 33 მილიარდი დანიური კრონი დახარჯა.

"დანიამ მიიღო კიდევ ერთი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. დანია აგზავნის ძალიან მკაფიო სიგნალს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია.

უკრაინას შეუძლია დანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს მომდევნო ათი წლის განმავლობაში. იგივე ეხება სხვა ქვეყნებს. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს", - განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 1,7 მილიარდი დანიური კრონია (დაახლოებით 247 მილიონი დოლარი).

დღესვე გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის წინადადებას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე.

შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ პარტიებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს თუ არა დამტკიცებული ინიციატივა კიევისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. Taurus-ის გადაცემის სასარგებლოდ ხმა მისცა მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები