ტუსკი - პოლონეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის საზღვრებს განბლოკავს

პოლონეთ-უკრაინის საზღვარი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის განიბლოკება. ეს საკითხი უახლოეს საათებში მოგვარდება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი გზებსა და რკინიგზას კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას დაამატებს, რათა სამხედრო და ჰუმანიტარულმა ტვირთმა შეუფერხებლად გაიაროს საზღვარი.

"იმისთვის, რომ სამხედრო, ჰუმანიტარულმა და სამედიცინო დახმარებამ უკრაინულ მხარეს დაუყოვნებლად მიაღწიოს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში შევიტანთ საგუშაგოებს უკრაინასთან და გზებისა და რკინიგზის მითითებულ მონაკვეთებს. ეს უახლოესი რამდენიმე საათის საკითხია", - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გულისხმობს გზებსა და მაგისტრალებზე განსხვავებული ტიპის ორგანიზაციულ რეჟიმს.

ტუსკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინაში დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ ყოფილა.

უახლესი ამბები