ტუსკი - ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ ომით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა დასავლეთისგან უკრაინის დასახმარებლად სრულ მობილიზაციას მოითხოვს.

"მე ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ უკრაინაში ომით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის არის ომი. უკრაინელები იბრძვიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, მათი ბრძოლა კი დაიწყო მაიდანზე, ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, ლეგალური სახელმწიფო, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან", - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ამ კვირაში მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც შეეცდება დაარწმუნოს მოკავშირეები, დაიცვან უკრაინა.

"მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“, - აღნიშნა მან.