ვიქტორ ყიფიანი - არის ასეთი გამოთქმა "კლიენტი ყოველთვის მართალია", რასაც მე არ ვეთანხმები, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად

არის ასეთი გამოთქმა "კლიენტი ყოველთვის მართალია", რასაც მე არ ვეთანხმები. მან [ბიძინა ივანიშვილმა], როგორც ფირმის კლიენტმა, მიიღო ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა უფლებადამცველმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ივანიშვილის ცალმხრივი წესით მიღებულ გადაწყვეტილებას. 

"არის ასეთი გამოთქმა "კლიენტი ყოველთვის მართალია", რასაც მე არ ვეთანხმები. მან [ბიძინა ივანიშვილმა], როგორც ფირმის კლიენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ჩვენ რაღა დაგვრჩენია, რომ არა გაგებით მოვკიდებულიყავით და პატივი გვეცა ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ჩართულობა ქართულ პროცესში უფრო ინსტიტუციური გახდა. 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მართვაში ინსტიტუციურ გამართვაზე, მისი [ბიძინა ივანიშვილის] ამ დაბრუნებით, შეიკვეცა ბრალდებები ქვეყნის მიმართ არაფორმალური მმართველობის მხრივ და ასე შემდეგ. მისი ჩართულობა ქართულ  პროცესში უფრო ინსტიტუციური გახდა", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები