ვიქტორ ყიფიანი - ამ არჩევნებს უდავოდ, იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ჩვეულებრივად არჩევნებს შეიძლება მიენიჭოს

ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნარატივი ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს და რა თქმა უნდა, მის აღკვეთას სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდირება და ძალისხმევა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

"ალბათ, ყველა ჩვენგანმა ამოიკითხა ის, რაც უნდა ამოეკითხა. ამოიკითხეს ბანალური ჭეშმარიტება, რომ ეს არის პრინციპული არჩევნები. ეს არ არის არჩევნები მხოლოდ პარლამენტის ფორმირების მიზნით, ეს არის არჩევნები, რომელმაც ძირეულად უნდა განაპირობოს, რამდენადაც ვიცი, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. განსაკუთრებით თუ ჩვენ გავითვალისწინებთ თუ რაოდენ წინააღმდეგობრივია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რაოდენ რთულია საერთაშორისო გარემო - ამ არჩევნებს უდავოდ, იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ჩვეულებრივად არჩევნებს შეიძლება მიენიჭოს.

ანტისახელმწიფოებრივი ნარატივი და ანტიეროვნული ნარატივი ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს, საკმაოდ მატულობს და რა თქმა უნდა, მის აღკვეთას სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდირება და ძალისხმევა.  

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის "ქართული ოცნების" გააზრებული ერთიანი პოლიტიკა, მაგრამ ის, რომ ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები ხშირად იწვევენ დაბნეულობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ამ მხრივ თავის მოტყუება არ ღირს. ეს არის არჩევანი სიჯანსაღეს და მანკიერებას შორის", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები