აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ბად-ჰომბურგში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბად-ჰომბურგის მერს, ალექსანდერ ჰეტიეს შეხვდნენ. შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სსიპ - "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე მონაწილეობდნენ.

ბად-ჰომბურგის მერის მიერ ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით გამოითქვა მზაობა საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ალექსანდერ ჰეტიეს მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბად-ჰომბურგის პოლიტიკური და ბიზნესის წარმომადგენლების წვეულებას დაესწრნენ.

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბად-ჰომბურგის კლინიკის მენეჯმენტს შეხვდნენ და მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, რომელიც გამორჩეული ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრითა და საუკეთესო ექიმებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ურთიერთანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზეც, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები